ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება

08 აპრილი 2024, 14:05 394 ნახვა

რუსული მხარის განცხადებით, უკრაინამ დრონების გამოყენებით სამი დარტყმა განახორციელა რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და დასავლეთისგან რეაგირება მოითხოვა. 

კიევი  თავდასხმებთან კავშირს უარყოფს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, რომელსაც ადგილზე ჰყავს ექსპერტები, განაცხადა, რომ ეს 2022 წლის ნოემბრის შემდეგ  პირველი შემთხვევა  იყო, როცა   ევროპაში ყველაზე დიდი ატომური სადგური პირდაპირ სამიზნე გახდა და აღნიშნა, რომ თავდასხმამ საფრთხე შეუქმნა ბირთვულ უსაფრთხოებას.

რუსულმა ძალებმა ატომური ელექტროსადგური 2022 წელს დაიკავეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მოსკოვმაც და კიევმაც არაერთხელ დაადანაშაულეს ერთმანეთი ელექტროსადგურზე  თავდასხმაში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი