ურალის ორ ქალაქში წყალდიდობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ევროპაში სიდიდით მესამე ყველაზე გრძელმა მდინარემ კაშხალი გაარღვია და სულ მცირე 6 ათასი საცხოვრებელი სახლი დატბორა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და გაქცეულიყო.
ქალაქ ორსკიდან, სადაც 230 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის თითქმის მთელი ტერიტორია დაიტბორა.
კრემლის განცხადებით, წყალდიდობა გარდაუვალია კურგანისა და ტიუმენის ოლქებში. ქალაქ კურგანში, რომლის მოსახლეობაც 310 ათასს შეადგენს, ხელისუფლებამ სანაპირო რაიონების მკვიდრებს სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა.