ქალაქ ორსკში სიტუაცია რთულია 

07 აპრილი 2024, 08:01 437 ნახვა

რუსეთის ქალაქ ორსკში, კაშხლის დაზიანების მასშტაბები გაიზარდა. მერის ინფორმაციით კაშხალი კიდევ ერთხელ გაირღვა და სიტუაცია სულ უფრო რთულდება. ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი.

დატბორილია ნიკელის დასახლებაც, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ისინი რუსეთ ყაზახეთის საზღვართან ახლოს გადაჰყავთ.

რამ გამოიწვია კაშხლის დაზიანება, დეტალები უცნობია, თუმცა სააგენტოები პროკურატურაზე დაყრდნობით წერენ, რომ შემთხვევა კაშხლის არასათანადო მოვლის შედეგია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი