ევროპული საბჭოს განცხადება

22 მარტი 2017, 00:00 1731 ნახვა

''სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა რეგიონული განზომილების განვითარების გარანტიაა'' - ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა დაგმო ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში და ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში. ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში დეფაქტო ხელისუფლებამ ჩაატარა ''არჩევნები''. არაღიარებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა კი რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით აპრილში რეფერენდუმი დააანონსა. ეს ინიციატივები არის უკანონო, აფერხებს საქართველოს ლეგიტიმური სუვერენიტეტის გავრცელებას ამ ორ რეგიონზე და ხელს უწყობს რეგიონების შემდგომ იზოლირებას საერთაშორისო თანამეგობრობისგან,'' - აღნიშნა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ. „ევროპის საბჭოს კონგრესი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას'' - განაცხადა ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი