აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელში 25 იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულია ძირითადად კლუბები და სამშენებლო ობიექტები.
მოქალაქეები ხმაურის ცხელ ხაზზე შეტყობინებას ძირითადად ღამის საათებში აკეთებენ. ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე ხმაური 30 დეციბალამდეა დაშვებული დღის განმავლობაში კი 35 დეციბალს არ უნდა აჭარბებდეს.
იურიდიული პირების შემთვევაში პირველადი ჯარიმა 1500 ლარია, განმეორებით კი 5 000 ლარი მესამე და შემდეგ შემთხვევებში ობიექტი 10 000 ლარით ჯარიმდება.
შეგახსენებთ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გასულ წელს გამკაცრდა.