უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში საფორტიფიკაციო ნაგებობები, სანგრები და საცეცხლე პოზიციები დაათვალიერა. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები უფრო თავდაცვით პოზიციაზე გადაიტანა.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა უნდა გაძლიერდეს და დაჩქარდეს სამი ქალაქის გარშემო, დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში და ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, რივნისა და ვოლინის რეგიონებში.
სუმის რეგიონში ვიზიტისას ზელენსკიმ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალი უკრაინელი ჯარისკაცებიც მოინახულა და მედლებით დააჯილდოვა.