ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს.
აღნიშნული განცხადება ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას რამადანის თვეში, მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და გადაუდებელ აუცილებლობას, გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ღაზაში.