მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა

23 მარტი 2024, 20:40 426 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საბჭო ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და მიესალმება მისი მუშაობის შედეგებს.

"საბჭომ, განიხილა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი, სამი კლინიკური შემთხვევა და სხვა საკითხები, რაც ექიმების სერტიფიცირებას და უწყვეტი განათლების საკითხებს შეეხება.

 

პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/ არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

 

პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. ასევე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე. საბჭო გადაწყვეტილებას, ხმათა უმრავლესობით იღებს," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პროფესიული განვითარების საბჭო, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პირველად შეიკრიბა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი