NCDC-ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

23 მარტი 2024, 11:11 433 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.  შეხვედრაზე, გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის გეგმები განიხილეს. 

საუბარი შეეხო გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების, ასევე - ლაბორატორიული სიმძლავრეების გაძლიერებას.  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებზე, იმუნიზაციის პროგრამებზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და B ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი