დაბა ჩაქვში საცხოვრებელი ბინა დაიწვა. დამწვარია საცხოვრებელი კორპუსის ერთი ბინის სამი ოთახი. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა, თუმცა ბინაში მთლიანად განადგურდა ავეჯი, ტექნიკა.
ოჯახმა ვერც ერთი ნივთის გადარჩენა ვერ მოახერხა.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მუკუტაძეების ხუთწევრიანი ოჯახის მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის კომისიაზე განიხილავენ, თუ რა ფორმით მოხდება მათი დახმარება.