სპექტაკლი ხელვაჩაურის თოჯინების თეატრი

20 მარტი 2024, 20:43 770 ნახვა

“ზევით ყვავილებთან მინდა” - სპექტაკლის ჩვენება გაიმართა დღეს ხელვაჩაურის თოჯინების თეატრში. ჩვენება სიმბოლურად მეთოჯინისა და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც ხვალ აღინიშნება. სპექტაკლს ხელვაჩაურში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ესწრებოდნენ, რომელთაც ჩვენების დასრულების შემდეგ მერიისგან საჩუქრები გადაეცათ. მათთვის გაიმართა ასევე გასართობი ღონისძიება. დასასრულს კი კულტურის ცენტრის ეზოში პატარებმა ცაში ბუშტები გაუშვეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი