ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

20 მარტი 2024, 11:32 465 ნახვა

ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მატარებელი, სოფელ გურიანთასთან, ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საქართველოს რკინიგზის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, პირველადი დათვალიერების საფუძველზე, დაზიანება ლიანდაგზე შეინიშნება, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია.

როგორც თავად აცხადებენ, ვითარებას უახლოეს ხანში შეისწავლიან და საბოლოო დასკვნას შემდეგ დადებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი