ევროკავშირი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლებს სანქციებს დაუწესებს

19 მარტი 2024, 12:01 441 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სანქციები დაახლოებით 30 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწესდება. ბორელს აღნიშნული პირები და ორგანიზაციები არ დაუსახელებია. დასავლელი ლიდერები ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და რუსეთის სახელმწიფოს აკისრებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში