ფრანკოფონიის კვირეული დაიწყო

16 მარტი 2024, 14:18 793 ნახვა

“ფრანკოფონია 2024“ დაიწყო. კვირეული ოფიციალურად დღეს გაიხსნა.  საზეიმო ცერემონია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ორგანიზატორებმა ისაუბრეს თარიღის მნიშვნელობაზე, მოეწყო გამოფენა საფრანგეთის თემატიკაზე, ჩატარდა ტესტირება მოსწავლეებისთვის.

ფრანკოფონიის დღესასწაულს სასკოლო და საუნივერსიტეტო საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. პროგრამაშია კონკურსები, კონფერენციები, სპორტული ტურნირები, ლიტერატურული და მუსიკალური საღამოები. 

კვირეული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, კერძო და საჯარო სკოლების, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აჭარის ფრანგული ენის პედაგოგთა  ასოციაციის ჩართულობით იმართება.

20 მარტი, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მისი მიზანი ფრანგული ენისა და საფრანგეთის კულტურის პოპულარიზაციაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი