დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე - განცხადებები

15 მარტი 2024, 14:05 322 ნახვა

პარტია "ლელოში" აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე დავით ხიდაშელის დანიშვნა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. განაცხადა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, ის აპირებს კითხვებით თავდაცვის სამინისტროს მიმართოს, პასუხების მიღების შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე მუშაობას დაიწყოს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.

უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში