პენსიონერებს საპენსიო სესხებზე პროცენტი შეუმცირდებათ - ლიბერთი ბანკის განცხადება 

15 მარტი 2024, 11:44 438 ნახვა

დღეიდან პენსიონერებს  საპენსიო  სესხებზე პროცენტი შეუმცირდებათ. როგორც ლიბერთი ბანკი  ირწმუნება,  ამისთვის ბანკში მისვლა საჭირო არ არის, რადგან განცხადებით ირკვევა, რომ  150 000-მდე პენსიის მიმღებს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.

პირობები იმ მომხმარებლებისთვის განახლდება, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხებით.

ცვლილება შეეხება ოვერდრაფტებსაც, რომელიც პენსიონერებში ყველაზე მეტ უკმაყოფილებას იწვევს, რადგანაც აცხადებენ, რომ აღნიშნული საბანკო მომსახურების დაფარვა მათ წლების განმავლობაში უწევთ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი