იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში უკვე გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები - ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2024, 19:33 288 ნახვა

ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში.

„იენს სტოლტენბერგს რაც შეეხება, ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რათა ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში