დეკანოზი  საზოგადოებას  მიმართავს 

20 მარტი 2017, 00:00 2759 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. გაზეთი “კვირის პალიტრა” აქვეყნებს წერილს, რომელიც გამოცემის მტკიცებით გიორგი მამალაძემ სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან  გამოცემას გაუგზავნა.  წერილში მამალაძე აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - ”დასაბრედია” და ”მარილზე გასაშვებია” არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა. დეკანოზი წერილში ასევე ადასტურებს, რომ ციანიდს ნამდვილად ეძებდა, თუმცა რისთვის, მისი თქმით, „ეს გამოძიებამაც იცის“. ბრალდებულის დაკითხვა პროკურატურამ ერთი კვირის წინ დაასრულა. დეკანოზი 10 თებერვალს დააკავეს, მას ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი