რაც მეტი 2 და 3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის - ირაკლი კობახიძე

12 მარტი 2024, 10:36 331 ნახვა

შეიქმნა მორიგი, ალბათ, ორპროცენტიანი პარტია, ეს ორი პროცენტი საბოლოო ჯამში დააკლდება „ნაციონალურ მოძრაობას“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ პარტია „ახალის“ დაფუძნებას.

მისი თქმით, რაც მეტი 2-3 პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ საბოლოო შედეგისთვის.

„რაც მეტი 2-3 პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი, ალბათ ორპროცენტიანი პარტია, ეს ორი პროცენტი საბოლოო ჯამში დააკლდება „ნაციონალურ მოძრაობას.“ ეს არის კარგი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში