ყოფილი მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის უფლებადამცველი მაია კოპალეისილი ნიკა გვარამიას ახალ პარტიას შეუერთდა. საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
მმართველი პარტიისთვის ეს მტკიცებულებაა, რომ კოპალეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამტარებელი იყო.
ამავე კონტექსტში, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პრეზიდენტიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი, ყოფილი მოსამართლის პოლიტიკაში ჩართვა, მნიშვნელოვანი საკითხი არ არის.