უკრაინა კონტრშეტევას წლის ბოლოს დაიწყებს - სახმელეთო ჯარების სარდალი

07 მარტი 2024, 14:03 399 ნახვა

უკრაინის ამოცანაა ფრონტის ხაზის სტაბილიზება, მტრის მაქსიმალურად განადგურება, იმ სამხედრო შენაერთების  გაყვანა, რომლებსაც ძალების აღდგენა   სჭირდებათ,  დამრტყმელი ქვედანაყოფის შექმნა და წლის ბოლოს კონტრშეტევითი მოქმედებების ჩატარება. ამის უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა განაცხადა.

უკრაინულმა ძალებმა  ცხრათვიანი  სტაბილური ფრონტის ხაზის შემდეგ მარცხი განიცადეს, როცა თებერვალში თვეების განმავლობაში მიმდინარე გამანადგურებელი თავდასხმების შემდეგ ქალაქი ავდიივკა დაკარგეს.

უკრაინული ჯარები რუსეთის უწყვეტი  შეტევებისა და  საბრძოლო მასალის მარაგს ნაკლებობის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქალაქ ავდიივკას მეზობელი რამდენიმე დასახლებული პუნქტიც. უკრაინისთვის აშშ-ის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების პაკეტი კონგრესში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი