ხვალ გვიან საღამომდე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი იქნება და დათბება.
მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძის განცხადებით, დასავლეთის დაბლობზეც და აღმოსავლეთის ბარშიც ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
მისივე განმარტებით, 7 მარტს ყველგან გაავდრდება და იწვიმებს, 8 მარტს კი ისევ გამოიდარებს.