რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს. ოკუპანტის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 8-ს შეადგენს.
ღამით დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მძიმე ბრძოლების პარალელურად დასავლელი პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ.