მიდგომა იქნება კონსტიტუციური და ქრისტიანული: ებრძვი ცოდვას და არა ცოდვილს - ცოტნე ანანიძე

01 მარტი 2024, 14:34 704 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ - ცოტნე ანანიძე, ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის  შესახებ უმრავლესობის მიერ დაანონსებულ კანონპროექტს ეხმაურება.

მისივე განცხადებით, მიდგომები ადამიანის უნივერსალურ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული.

"ახალი კანონპროექტის შემუშავების მთავარი არსი და მიზანია, მოსახლეობის ფსევდოლიბერალური პროპაგანდისაგან დაცვა. კანონპროექტი მომზადდება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, მთავარი  ფაქტორი იქნება ეს! ამასთან, მიდგომები ადამიანის უნივერსალურ ღირებულებებსა და მათი ინტერესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელიც თითოეული მოქალაქის დაცვის გარანტიაა. 

დღეს, მსოფლიო მასშტაბით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მიმართულებით, შემაშფოთებელი ტენდენციაა. გაჩნდა ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა - სქესის აღმნიშვნელი სიტყვების ლექსიკიდან ამოღება და “გენდერულად ნეიტრალური” ტერმინოლოგიის დამკვიდრება, ბავშვებისთვის საკუთარი სქესის არჩევისა და შეცვლის ოპერაციის შესაძლებლობის მიცემა. ამ ყველაფერს არ შეიძლება ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები.

სწორედ, ამ საშიში ტენდენციის შესაკავებლად გადაწყდა აღნიშნული კანონპროექტის მომზადება, მიდგომა იქნება კონსტიტუციური და ქრისტიანული: ებრძვი ცოდვას და არა ცოდვილს! “ - აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი