შეიწყალოს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი- მოთხოვნა ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ აქტუალურია. ფრაქციის თავმჯდომარე, პრეზიდენტს, დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს და ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და მსოფლიო ლიდერების განცხადებებს კიდევ ერთხელ ახსენებს. მიიღებს თუ არა პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას -სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე ორაზროვანია. BBC-ის ეთერში, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილი ციხეში არ მოკვდეს.