გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია პირდაპირ არღვევს გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალს.
"ორი წლის შემდეგ - და ათი წლის შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსია მოხდა - უკრაინაში ომი ღია ჭრილობად რჩება ევროპის შუაგულში.
მშვიდობის დროა - სამართლიანი მშვიდობა, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას, საერთაშორისო სამართალსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშის თქმით, სამოქალაქო პირებსა და პატიმრებზე, წამებისა და სექსუალური ძალადობისთვის, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.