ბათუმში თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მთავრდება. პროექტი მოიცავს თამარის ციხის კონსერვაციას და გულისხმობს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სრულ კეთილმოწყობას.
სამუშაოები აპრილში დასრულდება, რისთვისაც მილიონ ნახევარი ლარია გათვალისწინებული.