თამარის დასახლებაში მცხოვრებლები მიმდებარედ მშენებარე ობიექტს აპროტესტებენ. ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობის დაპირება მიიღეს, თუმცა რეკრეაციული ზონა მოშორებით მოეწყო, რაც მათი თქმით, ბავშვებისთვის მოუხერხებელია.
ადგილზე კერძო ობიექტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, იყო სიტყვიერი დაპირისპირება.
ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოსახლეობა აქციებს აანონსებს.