გიდების საერთაშორისო კონფერენცია

21 თებერვალი 2024, 14:11 341 ნახვა

გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმი გიდების კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია წელს პირველად იმართება და მასში 6 ქვეყნის ექსპერტები  და ასევე გიდები  მონაწილეობენ. შეხვედრა პანელურ ფორმატში მიმდინარეობს. 

მომხსენებლებს  შორის არიან გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ბორდის წევრები.  ისინი ისაუბრებენ  გიდის როგორც ელჩის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ასევე მონაწილეებს  გაუზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას. 

დღეს შეხვედრას ესწრებოდა ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.

ტურიზმი რეგიონის ეკონომიკისთვის  ერთ-ერთი წამყვანი სფეროა, შესაბამისად ჯაბა ფუტკარაძის თქმით,  ხარისხიანი სერვისს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი ინფორმაციით გასულ წელს აჭარამ 4 ნახევარმილიონ  ტურისტს უმასპინძლა და მათგან 2 მილიონ 600 ათასი უცხოელი იყო.

სწორედ რეგიონის წარმოჩენისთვის დღეს კონფერენციაზე სამი გიდი დააჯილდოვეს. გიდების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში პირველად იმართება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში