ინდოეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ათასობით ფერმერის წინააღმდეგ, რომლებიც დედაქალაქ ნიუ-დელისკენ საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებოდნენ. ფერმერები ითხოვენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვის მინიმალურ ფასს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა შეიძინოს მხოლოდ სიმინდი, ბამბა და პარკოსნები მინიმალურ გარანტირებულ ფასებში.
აქციის მონაწილეები კი ითხოვენ, რომ ეს შეღავათი 23 ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე გავრცელდეს. ფერმერებმა ნიუ დელისკენ საპროტესტო მსვლელობის განახლება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს შეთანხმება არ მოჰყოლია.
საპროტესტო მსვლელობის ზოგიერთ მონაწილეს აირსაწინააღმდეგო ნიღაბი ეკეთა ცრემლსადენი გაზისგან დასაცავად, რომელიც პოლიციამ წარსულში მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენა.