ომი ისრაელსა და ჰამასს შორის

18 თებერვალი 2024, 20:02 399 ნახვა

ომი გრძელდება ისრაელსა და ჰამასს შორის. ცახალის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში დაჯგუფების ათობით წევრის ლიკვიდაცია შეძლეს.

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის მებრძოლები პოზიციებს ქალაქ ხან იუნისში იკავებენ, რის გამოც ისრაელის თავდაცვამ ქალაქში რამდენიმე იერიში მიიტანა. დაიღუპა დაჯგუფების 20-მდე მებრძოლი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია ამავე ქალაქში, ნასერის საავადმყოფოში მძევლების ყოფნის შესახებ. ადგილი კომანდოს ბრიგადამ სხვა სპეცრაზმებთან ერთად გაჩხრიკა, სადაც იარაღი აღმოაჩინეს.

ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ახლომდებარე შენობაში „ჰამასის“ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს და სეიფები და იარაღი ამოიღეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი