ის, რაც უკრაინის გარშემო ხდება, რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია - ვლადიმერ პუტინი

18 თებერვალი 2024, 13:19 370 ნახვა

დასავლეთისთვის უკრაინის გარშემო არსებული ვითარება, მხოლოდ, ტაქტიკური პოზიციის საკითხია, რუსეთისთვის კი, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფრაგმენტი „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნდა.

„მათთვის ეს არის ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესება, მაგრამ, ჩვენთვის ეს არის ბედი, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“, - აღნიშნა პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ეს განცხადება ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან მისი ინტერვიუს შესახებ კომენტირებისას გააკეთა და განმარტა, რომ როგორც რუსი, ასევე, უცხოელი მსმენელისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენად „მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ყველაფერი, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში