რუსმა სამხედროებმა ქალაქ კრამატორსკზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს - უკრაინული მედია

18 თებერვალი 2024, 10:02 454 ნახვა

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია კერძო სექტორი. დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, ხოლო, 23 დაზიანდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილები. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის წარმომადგენლები და მაშველები.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ დონეცკის რეგიონში „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა დააფიქსირეს.

მანამდე უკრაინის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ზოგიერთ ცენტრალურ რაიონში ბალისტიკური იარაღისა და საავიაციო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი