ალექსეი ნავალნის მოკავშირეებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს და ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ითხოვენ.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ცხედარი სალეხდარშია, თუმცა ოპოზიციონერის პრესმდივნის განცხადებით ის იქ არ არის. მაშინ როდესაც სალეხდარის მორგში ნავალნის ადვოკატი და დედა მივიდნენ, ადგილი დაკეტილი დახვდათ.
კირა იარმიშის თქმით, მორგში ალექსეი ნავალნის ცხედარი არ არის და ოჯახს არ აქვს ინფორმაცია თუ სად გადაასვენეს გამომძიებლებმა.