ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო, ის არა მხოლოდ სპორტული მიღწევებით, პიროვნული თვისებებითაც იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება - ბიძინა ივანიშვილი

17 თებერვალი 2024, 16:07 429 ნახვა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ლევანი იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი.

 

ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. არა მხოლოდ თავისი სპორტული მიღწევებით, არამედ პიროვნული თვისებებით, ლევან თედიაშვილი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება.

 

ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის, ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში