აჭარის დასაქმების სააგენტომ სტუდენტები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალი საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს, საკრუიზო ლაინერზე დასაქმებით დაინტერესებულ პირთა გადამზადებას.
პროგრამით გასულ წელს 30 სტუდენტმა ისარგებლა.