ისრაელმა რაფაჰში ოპერაცია 10 მარტამდე, რამადანის დაწყებამდე უნდა დაასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

10 თებერვალი 2024, 19:48 468 ნახვა

საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით, ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დასასრულებლად ერთი თვე დარჩა,  – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც მან ომის კაბინეტის წევრებს განუცხადა, ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქში ოპერაცია რამადანის დაწყებამდე, ანუ 10 მარტამდე უნდა დასრულდეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, რაფაჰში, თავშესაფრებში ღაზის სხვადასხვა ადგილებიდან დევნილი 1,3 მილიონი ადამიანია განთავსებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში