გეოლოგების რეკომენდაცია სურამში

08 თებერვალი 2024, 20:37 503 ნახვა

სურამში განვითარებული მეწყრული პროცესების შესწავლა გეოლოგებმა დღეს დაიწყეს, ზედაპირული დასკვნების მიხედვით დამეწყრილ ტერიტორიაზე სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებაა გასატარებელი. გეოლოგების დაკვირვებით სურამის აღნიშნული ტერიტორია ძველ მეწყრულ არეალს წარმოადგენს, დამეწყრილ ლოკაციაზე პროცესები 2007 წლიდან ვითარდებოდა , რის გამოც აქ მცხოვრებ 40-მდე ოჯახზე უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანის და განსახლების რეკომენდაცია უკვე გაცემული იყო. გეოლოგების საბოლოო დასკვნები მომდევნო კვირიდან მომზადდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი