სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი - ქალი და მამაკაცი.
შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.