სასტუმრო კომპლექსი Twin Tower-ის მშენებლობა იწყება

22 მაისი 2016, 00:00 5112 ნახვა

ორბის ტყუპები ხიმშიაშვილის ქუჩაზე- სამშენებლო კომპანია ორბი სანაპიროზე ახალი სასტურმო კომპლექსის მშენებლობას იწყებს. სიმბოლური კაფსულა საძირკველში კომპანიის და რეგიონს მთავრობის წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩადეს. ორი 45 სართულიანი შენობა, სადაც 4 ათას 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება და ამ ნიშნით `თვინ თაუერი" მსოფლიო მასტაბით ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო იქნება- ბათუმში სავარაუდოდ წელიწადნახევარში აშენდება. მსოფლიო სტანდარტებით დაპროექტებული მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად კომპანია ორბი 120 მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში