ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მთავარი მიზანი „ჰამასის“ ლიკვიდაციაა.
"მინდა, მკაფიოდ განვაცხადო ჩვენი პოლიტიკა - ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, „ჰამასის“ ლიკვიდაციაა", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს მანამ, სანამ არ შესრულდება მისი ყველა მიზანი : „ჰამასის“ ლიკვიდაცია, ყველა მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.