ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე- Reuters

02 თებერვალი 2024, 14:49 454 ნახვა

ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე, რომ ქვეყანამ მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას - ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი აქვეყნებს. მედიის ცნობით, ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ სურთ, უნგრეთმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება,წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუდაპეშტი საფრთხეს უქმნის ვაშინგტონთან ურთიერთობას. უნგრეთი ახლა ნატო-ს ერთადერთი წევრია,რომელმაც არ დააკმაყოფილა შვედეთის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი