საქართველოში დღეს ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა. ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ღარიბაშვილისა და ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, ასეთია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცია.
ასევე პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.
17:00 საათზე კი მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.