უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბრიუსელში დაიწყო შეფასებითი პროცესი, რაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უყრის საფუძველს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, წინ შრომატევადი სამუშაოა ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის, უკრაინული დელეგაციის ფორმირებისა და მოლაპარაკების პოზიციის შესაფასებლად.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ სამთავრობო გუნდი მაქსიმალურად მობილიზდება. აღნიშნა, რომ ეს დავოსში, ევროკომისიის პრეზიდენტთან მიღწეული შეთანხმების შედეგია.