თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს

24 იანვარი 2024, 11:18 305 ნახვა

შვედეთის მოსახლეობა მიესალმა თურქეთის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებას, რომელიც 20 თვიანი დაგვიანების შემდეგ დასავლური სამხედრო ალიანსის გაფართოებისთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას ხსნის. 

თურქეთის პარლამენტმა, სადაც პრეზიდენტ ერდოღანის მმართველ ალიანსს უმრავლესობა აქვს, 287 ხმით 55-ის წინააღმდეგ დაამტკიცა განაცხადი, რომელიც შვედეთმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ თავისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად ნატოში პირველად წარადგინა.       

რამდენიმე დღეში ერდოღანი ხელს მოაწერს მიღებულ დოკუმენტს და უნგრეთს დატოვებს ნატოს  ერთადერთ წევრ ქვეყანად, რომელმაც არ დაამტკიცა შვედეთის განაცხადი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში