თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების ბედს გადაწყვეტს

23 იანვარი 2024, 11:57 383 ნახვა

დღეს თურქეთის პარლამენტის გენერალური ასამბლეა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს განიხილავს. განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტის სრული მხარდაჭერის შემთხვევაში პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს მას. გასულ თვეში, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადს მხარი დაუჭირა.

თურქეთი და უნგრეთი ნატო-ს უკანასკნელ წევრებად რჩებიან, რომლებსაც შვედეთის ალიანსის წევრობის წინადადების რატიფიცირება არ მოუხდენიათ. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა ნატოს სამხედრო ალიანსში წევრობის შესახებ განაცხადი გააკეთეს. უკრაინა-რუსეთის ომმა აიძულა ორი სკანდინავიური მეზობელი გადაეხედა უსაფრთხოების პოლიტიკაზე და უარი ეთქვა ათწლეულების განმავლობაში გამოცხადებულ ნეიტრალურ სტატუსზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში