ნიუ-იორკის ზოგიერთ რეგიონში თოვლის საფარმა, ერთ მეტრს მიაღწია. ქალაქში, თოვლის გამო, გაფრთხილება გამოცხადდა.
ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზამთარში მსგავსი თოვლი დასავლეთ ნიუ-იორკისთვისაა დამახასიათებელი.
შეერთებულ შტატებში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ძლიერი ყინვის და დიდთოვლობის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.