ქობულეთში 20 ადმინისტრაციულ ერთეულში 50 ახალი მოსაცდელი მოეწყობა, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და იგი 19 იანვრიდან 22 იანვრამდე გაგრძელდება. პროექტისთვის ექვსთვიანი ვადაა გათვალისწინებული, მერიაში აცხადებენ რომ მოსახლეობის ინტერესების გასათვალისწინებლად 300 ათასი ლარია გამოყოფილი