მოსახლეობის პროტესტი ქაქუთში

16 იანვარი 2024, 18:19 698 ნახვა

აქცია გაიმართა სოფელ ქაქუთში. მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლის ცენტრში არსებულ მანდარინის ჩამბარებელ და გადამახარისხებელ პუნქტში მუშაობის უფლებას არ აძლევენ. აქ ამჟამად სოფლის 50 მოსახლეა დასაქმებული, ისინი ციტრუსს არჩევენ და ასაწყობებენ. შენობა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, სადაც ამჟამად სასოფლო სამეურნეო რეგიონალური კოოპერატივი "აჭარის თემი" გაიხსნა. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ობიექტი და შენობა-ნაგებობა 2013 წლიდან აღარ ირიცხება აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. როგორც სასოფლო სამეურნეო რეგიონალური კოოპერატივის "აჭარის თემი" წარმომადგენელი ამბობს, აღნიშნული შენობა ნაგებობა 2013 წლიდან რეგიონალური კოოპერატივის ბალანსზე ირიცხება, რომელსაც თავის დროზე აღნიშნული ობიექტი გარკვეული ვალდებულებით გადაეცა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი