უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული 24 საათის განმავლობაში 94 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 1 სარაკეტო და 68 საჰაერო დარტყმა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 78 შეტევა მოხდა.
"რუსული ძალები შეიჭრნენ უკრაინის პოზიციებზე მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმების უმეტესი ნაწილი ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებით"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.
პარალელურად, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში ჩაირთო. თავდაცვის ძალებმა, უკრაინის სამხრეთით, ორი რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს.
დაიბომბა დონეცკის ოლქი, დაზიანდა სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა, ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები, დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი, დაშავებულია 3. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.